“დადგა ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო” – ევროკომისიამ “დემოკრატიის დაცვის პაკეტი” წარადგინა

“დადგა ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო” – ევროკომისიამ “დემოკრატიის დაცვის პაკეტი” წარადგინა, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. როგორც ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, პაკეტის ცენტრალური ნაწილი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს მესამე ქვეყნების სახელით ინტერესების წარმომადგენლობის ქმედებების გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას. საუბარია, მესამე ქვეყნების სახელით ისეთ საქმიანობაზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკაზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე და დემოკრატიულ სივრცეზე გავლენისკენ.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ პაკეტის მიზანია უცხოური გავლენის საფრთხესთან გამკლავება მეტი გამჭვირვალობის საშუალებით და, ამავე დროს, დემოკრატიებში მოქალაქეების მონაწილეობისა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისება. ამასთან, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს გამჭვირვალობის რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციას და ის მოეთხოვება ყველა სუბიექტს, რომლის საქმიანობა უკავშირდება მესამე ქვეყნის ინტერესების წარმოდგენას. ევროკომისია ასევე განმარტავს, რომ კვლევების თანახმად ევროპელების 81-ი % მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სისტემებში უცხოური ჩარევა სერიოზული პრობლემაა და “დადგა ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო”.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვერა იუროვაა. მისი განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი არ არის ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი და ის არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის სანქციებს ან რამე საქმიანობის აკრძალვას. იუროვას განმარტებით, ევროკავშირი ვერ უგულებელყოფს იმ რისკებს, რომლებიც დემოკრატიას გარედან ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში