დადგა დრო, ივანიშვილმა პასუხი აგოს – ესტონეთის საგარეო მინისტრი -ის სანქციებს ეხმაურება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა მიესალმება შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას.
„დადგა დრო, ივანიშვილმა გადაიხადოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების შელახვის ფასი“, – წერს ის პლატფორმა X-ზე.
ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილსა და 27 სხვა პირს სანქციები დაუწესა საქართველოში კანონიერი პროტესტის ჩახშობის გზით ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო.
„მიხარია, რომ სხვები ამ მაგალითს მიჰყვებიან“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისიც მიესალმა. „როგორც იქნა“! – დაწერა მან.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.
გადაწყვეტილება -ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიული ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, – აცხადებს სახელმწიფო მდივანი .
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია