დადასტურებულად შეიძლება ითქვას: ნაყიდი, დახელფასებული ჯაშუშები ცდილობენ ქვეყნის უკრაინიზაციას

დადასტურებულად შეიძლება ითქვას: ნაყიდი, დახელფასებული ჯაშუშები ცდილობენ ქვეყნის უკრაინიზაციას
საქართველოში მოქმედ უცხოურ აგენტურაზე და მათთვის გაცემული დავალებების შესრულებაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე. როგორც ის აღნიშნავს, აგენტურული საქმიანობა წლები ხორციელდებოდა და მან თითქმის ყველა სფერო მოიცვა. „ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, გაზეთებს, სატელევიზიო სადგურებს, ზოგადად, კომუნიკაციის საშუალებებს.
მათ თავს ვახვევდით არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ არ იცოდნენ… ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად ვიყენებდით. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულები ვიყავით”, – ეს განცხადებები -ის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა.
და იქვე წერს, რომ ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე იყვნენ ,,ჯაშუშ/აგენტები” ვალდებული შეესრულებინათ ეს დავალებები!!! 2012 წლამდე, ჩვენდა საუბედუროდ, ამას აკეთებდა არა მხოლოდ ენჯეო-გაზეთ-ჟურნალ-ტელევიზიები, არამედ ხელისუფალიც. იმედია, ამოიცანით თქვენი თავი! შემდეგში ალბათ გვარებიც დასახელდება. მართლა რა ამაზრზენი უსამშობლოები ხართ… ,,ვყიდულობდითო!!!”- ამაზე დამამცირებელს, ძალიან რომ მოინდომო მეტს ვერაფერს მოიფიქრებ. დადასტურებულად შეიძლება ითქვას: ნაყიდი, დახელფასებული ჯაშუშები ცდილობენ ქვეყნის უკრაინიზაციას,“ – წერს ზაალ მიქელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს