დადასტურებულად ვიცით, რომ ხაზარაძე არის თაღლითი – არჩილ გორდულაძე

დადასტურებულად ვიცით, რომ ხაზარაძე არის თაღლითი. საქმე გვაქვს თუ არა პოლიტიკურ კორუფციასთან, ამაზე კეთილი უნდა ინებოს და პასუხი გასცეს გერმანიის საელჩომ და პირადად გერმანიის ელჩმა, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც „ლელოს“ ლიდერის მეუღლემ უწყებას მას შემდეგ მიმართა, რაც ხაზარაძეების და გერმანიის ელჩის გარიგების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა და შემოსავლების სამსახურმა საკითხის მოკვლევა დაიწყო.
მისი თქმით, გერმანიის საელჩო და პირადად ელჩი ვალდებულია კითხვებს პასუხი გასცეს.
„ხაზარაძე დადასტურებულად ვიცით, რომ არის თაღლითი, პოლიტიკურ თუ პირდაპირ სისხლის დანაშაულში მხილებული ადამიანი, რომ კონკრეტულად ერთ გარიგებას არ ასახავს თავის დეკლარაციაში ეს გასაკვირი საერთოდ არ არის. მთავარი ის კი არ არის შეიტანა თუ არ შეიტანა მამუკა ხაზარაძემ დეკლარაციაში კონკრეტულ იჯარის ხელშეკრულება და აქედან მიღებული შემოსავლები და გადაიხადა თუ არა თუნდაც გადასახადები. აქ მთავარი არის თუ სად იყო და ვისთან იყო ეს ხელშეკრულება დადებული და ეს არის გერმანიის საელჩო. საქმე გვაქვს თუ არა ახლა პოლიტიკურ კორუფციასთან, ამაზე კეთილი უნდა ინებოს და პასუხი გასცეს გერმანიის საელჩომ და პირადად გერმანიის ელჩმა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს