დადასტურდა კურიერის ჟურნალისტის კულუარული ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილზე

სიუჟეტის კეთების დროს ერთი ამბავი მითხრეს, ჩემი წყარო ყვება რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმართა სპეციალური თათბირი, სადაც პარტიის წევრებმა უცხოელი პიარ-კონსულტანტისგან საგანგებო ინსტრუქციები მიიღეს.”- დაწერა სოციალურ ქსელში 5 მარტს, კურიერის ჟურნალისტმა შოთა ფალავანდიშვილმა.
“ოპოზიციონერებმა ლგბტ პროპგანადის თემაზე საუბარს თავი უნდა აარიდონ და სანაცვლოდ ფასების ზრდაზე გააკეთონ აქცენტი. საუბარია ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ მმართველი გუნდის ინიციატივის გადაფარვაზე.
ჩემი ინფორმაციით: მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი უნდა მივიდეს პარტიის მომხრე ოჯახში, ჩართოს facebook-ლაივი, გადაიღოს და ისაუბროს სიღარიბესა და ფასების ზრდაზე.
როგორც ასევე მომაწოდეს ინფო, როზნერის ინსტრუქციის მიხედვით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი უნდა გადავიდეს რომელიმე მეზობელ ქვეყნაში, სადაც უნდა იპოვოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც იქ უფრო იაფია ვიდრე საქართველოში.
უკან დაბრუნებისთანავე კი პოლიტიკოსმა მოსაზღვრე სოფელში, ან ქალაქში უნდა გაიმართოს ბრიფინგი, სადაც უცხოელი პიარ-ტექნელოგის რჩევით, ოპოზიციონერი ისაუბრებს, თუ როგორი ძვირია პროდუქტები საქართველოში და რამდენად დაბალი ფასი აქვს მათ მეზობელ ქვეყანაში.”– დაწერა შოთა ფალავანდიშვილმა სოციალურ ქსელში. რამდენიმე დღეში კი მისი ინფორმაცია დადასტურდა და მართლაც გადავიდა თურქეთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში, სადაც პიარ-კონსულტანტების დავალება პირნათლად შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი