“დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის – რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები

„დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის – ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მე­ო­რე მოს­მე­ნით უკვე მი­ი­ღო. რა სი­ახ­ლე­ებს უნდა ელო­დონ სა­პენ­სიო სქე­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და რა­ტომ გახ­და ხუთი წლის წინ და­წყე­ბულ რე­ფორ­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ჭი­რო – ამ თე­მა­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვილს ესა­უბ­რა.
– „დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ რე­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2019 წლის 1 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და. რე­ფორ­მას და შე­დე­გად, ახალ სა­პენ­სიო სქე­მას კრი­ტი­კო­სე­ბი მისი არ­სე­ბო­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე არ აკ­ლდა, მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით კო­ვიდ-პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, როცა ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტთა ერთი ნა­წი­ლი სქე­მის ჩა­მოშ­ლას პროგ­ნო­ზი­რებ­და და შე­დე­გად, მო­ქა­ლა­ქე­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი უკვე არ­სე­ბუ­ლი და­ნა­ზო­გის გა­ცე­მას ითხოვ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მა ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობს და რო­გორც მისი ავ­ტო­რე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, ის წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, კი­დევ უფრო და­იხ­ვე­წე­ბა, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში გა­მოც­დილ სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლებ­თან. თუ სქე­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლია, რა­ტომ გახ­და მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში წა­რად­გი­ნეთ?
– სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც „დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში მო­ვამ­ზა­დეთ და პარ­ლა­მენ­ტმა მე­ო­რე მოს­მე­ნით უკვე მი­ი­ღო, სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, ორ ძი­რი­თად მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა – ეს არის სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ადეკ­ვა­ტუ­რი, ეფექ­ტუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.
ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნია პორ­ტფე­ლებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლის ზრდას­თან ერ­თად, კი­დევ უფრო და­იხ­ვე­წოს და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სა­პენ­სიო ფონ­დის მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მა, მათ შო­რის მარ­თვა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის გზით. ხუთი წლის მან­ძილ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და რო­გორც სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის პორ­ტფე­ლი, ასე­ვე კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის რე­ფორ­მის კვალ­დაკ­ვალ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ტი­პე­ბი და რა­ო­დე­ნო­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, სა­ჭი­რო­ებს სა­პენ­სიო ფონ­დის უფრო ეფექ­ტუ­რი მარ­თვის მო­დე­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­პენ­სიო რე­ფორ­მა გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სია, რომ­ლის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ამო­ნა­გე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რე­ფორ­მის ყვე­ლა ეტაპ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, რად­გან რე­ფორ­მა ქვეყ­ნის მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქის და­ნა­ზო­გე­ბის მარ­თვას ეხე­ბა.
ცვლი­ლე­ბა­თა ეს პრო­ექ­ტი სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს მმარ­თვე­ლო­ბით და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით სტრუქ­ტუ­რას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს – არ­სე­ბი­თად იც­ვლე­ბა სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მა, რის შე­დე­გა­დაც სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი ორი არა­თა­ნა­ბა­რი მმარ­თვე­ლი რგო­ლის (სა­ინ­ვეს­ტი­ციო და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ე­ბი) ნაც­ვლად შე­იქ­მნე­ბა ერთი მმარ­თვე­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის ერ­თი­ან მარ­თვას და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც სა­ინ­ვეს­ტი­ციო, ისე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ/სა­ო­პე­რა­ციო და სხვა ფუნ­ქცი­ებ­ზე.
– რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში არი­ან მთავ­რო­ბის წევ­რე­ბიც -მი­ნის­ტრე­ბი. ეს მო­დე­ლი უქ­მდე­ბა? რა­ტომ, არ იმუ­შა­ვა ეფექ­ტი­ა­ნად?
– ცვლი­ლე­ბე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი არის ის, რომ სა­პენ­სიო სქე­მის მმარ­თვე­ლო­ბით საბ­ჭო­ში აღარ იქ­ნე­ბი­ან მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი – დღეს არ­სე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლით, სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სამი მი­ნის­ტრი – ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის, ფი­ნანსთა და დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბი.
თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც იდ­გმე­ბო­და რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­პენ­სიო სქე­მის მარ­თვა­ში სა­ხელ­მწი­ფოს მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა და მარ­თვის თავ­და­პირ­ველ­მა მო­დელ­მა, იმ ეტაპ­ზე, წარ­მა­ტე­ბით იმუ­შა­ვა.
დღეს სა­პენ­სიო სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი მო­ქა­ლა­ქე და აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 5 მი­ლი­არ­დი ლარი, სა­ი­და­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი ლარი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ამო­ნა­გე­ბია. სქე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტაპ­ზე, დღის წეს­რიგ­ში დად­გა მმარ­თვე­ლო­ბი­თი და სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ და­ი­წყო. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ფონ­დის ამო­ცა­ნებს და სა­ჭი­რო­ე­ბებს უპა­სუ­ხოს სა­ერ­თა­შო­რი­სო, სა­უ­კე­თე­სო და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის­მა მმარ­თვე­ლო­ბით­მა სტრუქ­ტუ­რამ, რო­მე­ლიც, ამავდრო­უ­ლად იქ­ნე­ბა მე­ტად მოქ­ნი­ლი და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ­სე­ბულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მმარ­თვე­ლო­ბის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბულ და აპ­რო­ბი­რე­ბულ სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას­თან.
ვრცლად