დაგროვებითი პენსიით 8958 პირმა ისარგებლა – როგორია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელების მოგებიანობა?

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,503 მლნ ადამიანია. 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8958 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 29 257 490.28 ლარი. ხოლო საპენსიო აქტივების ღირებულება 4.8 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, პორტფელების მიხედვით, 2024 წლის 31 მარტის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოდან დღემდე ჯამური რეალური (ინფლაციის გათვალისწინებით) ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:

• კონსერვატიული პორტფელი 6.27%
• დაბალანსებული პორტფელი 7.73%
• დინამიკური პორტფელი 8.26%.
2019 წლის იანვრიდან 2023 წლის აგვისტომდე ყველა მოქალაქის დანაზოგი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში ინვესტირდებოდა, ხოლო აგვისტოში ფონდი სამ ნაწილად – დაბალრისკიან, საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებად დაიყო.
მაღალრისკიან ანუ დინამიკურ საპენსიო პორტფელში კანონის მოთხოვნების შესაბამისად გადავიდა 40 წლამდე ასაკის მონაწილეთა დანაზოგი, რაც აღნიშნულ პერიოდში 2.9 მილიარდ ლარს შეადგენდა. 40-50 წლის მოქალაქეთა დანაზოგები, რაც აღნიშნულ პერიოდში 582 მილიონი ლარი იყო, საშუალორისკიან პორტფელში განთავსდა, ხოლო 50 წელზე უფროს პირთა დანაზოგები რაც მაშინ 329 მილიონი ლარი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ