“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის “დინამო” – “შავი ზღვის პირატების” განცხადება

ბათუმის “დინამო” მძიმე ფინანსურ კრიზისშია, კლუბს ფეხბურთელების ნაწილმა უჩივლა, რადგან მათ კუთვნილი ხელფასები არ მიუღიათ, რის გამოც შესაძლოა “დინამო” მეოთხე ლიგაში დააქვეითონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კლუბის ოფიციალური ფანკლუბი, “შავი ზღვის პირატები” წერს.
“კლუბი, რომელმაც არაერთი სიხარული გვაჩუქა, დღეს მძიმე კრიზისის წინაშეა და ახლა ჩვენი ხმა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. ვალდებულები ვართ გამოვეხმაუროთ იმ საგანგაშო ვითარებას, რომელშიც გუნდი იმყოფება – ფინანსური კრიზისის გამო საფრთხე შეექმნა კლუბის პროფესიონალურ სტატუსს. ქულების დაკლება და მეოთხე ლიგაში დაქვეითება კი ფაქტობრივად კატასტროფას ნიშნავს. ეს მხოლოდ სპორტული პრობლემა არ არის – ეს ჩვენი ქალაქის, მისი ღირსებისა და იმ ისტორიის დისკრედიტაციაა, რომელიც 100 წელზე მეტია და მხოლოდ ს “დინამოს” უკავშირდება. ამავდროულად, მადლობა არჩილ ბერიძეს – ადამიანს, რომელიც კლუბში მაშინ მოვიდა, როცა „დინამო“ უმაღლესი ლიგიდან იყო გავარდნილი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ბათუმის „დინამომ“ სანუკვარი ჩემპიონობა მოიპოვა. “თუმცა დგება დრო, როდესაც საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილების მიღება წასვლაზე – მაშინ, როცა კლუბის ინტერესები ამას მოითხოვს. არ დავუშვებთ, რომ კლუბი მიტოვებულად დარჩეს და წაიშალოს ყველაფერი, რაც აქამდე ყველამ ერთად შევქმენით.დროა ვიმოქმედოთ – სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან! ასევე, მივმართავ იმ ხალხს ვისაც შეგიძლიათ დინამოს გადარჩენა, გთხოვთ დროულ რეაგირებას, რადგან დრო ძალიან ცოტაა.” – წერია “შავი ზღვის პირატების” განცხადებაში.
ეროვნულ ლიგაში 2 წრის შემდეგ ბათუმის დინამო 30 ქულით მე-3 პოზიციაზეა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო გუნდიდან ფეხბურთელთა უმეტესობა წავიდა.
“ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან” – “იბერიას” მწვრთნელმა “მალმიოსთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის “დინამო” დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
“იბერია 1999”-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
“დილამ” სტუმრად “ტორპედოს” მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. “დინამო” (ბთ) – “ტორპედო” [LIVE]
ეროვნული ლიგა. I ტური. “დინამო” (ბთ) – “დინამო” (თბ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. IV ტური. “იბერია 1999” – “დინამო” (ბთ) [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის “დინამო” დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა