“დაგვეხვია 10-მდე გამხეცებული ბიჭი” – ნატა ფერაძე ამბობს, რომ სოფელ დიღომში თავს დაესხნენ

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე ამბობს, რომ სოფელ დიღომში, სადაც ორ აქტივისტთან ერთად იყო, 10-მდე პირი თავს დაესხა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ჰყვება, რომ ადგილზე სათბურის დასაქირავებლად ჩავიდა, რა დროსაც აგრესიულად განწყობილმა პირმა მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო.
“გვინდიდა, სათბური გვექირავებინა სეზონურად. ვკითხულობდით ფასებს. დიდი ვარაუდით, გააფრთხილეს… ამ თავდამსხმელმა იცოდა უკვე, ოღონდ ამას აერია, რომ სახლის ყიდვა გვინდოდა. სოფელი დიღმის ცენტრში, საცხობში ავედით და გამოსულებს დაგვხვდა ერთი პირი, რომელიც ყვიროდა, რომ სოფელ დიღოში ჩემნაირი ეშმაკი ვერაფერს ვერ იყიდის ვერასოდეს.
ჩემთან ერთად იყო ორი ბიჭი, რომლებსაც აგინებდნენ სახელობითად, უნდოდათ აეგდოთ ჩხუბზე. კიდევ კარგი, ეს ბიჭები აქტივისტები არიან და არ აყვნენ ჩხუბს. მანქანაში რომ ვსხდებოდით, დაგვეხვია 10-მდე გამხეცებული ბიჭი”, – ჰყვება ფერაძე და ამატებს, რომ მანქანა არ დაზიანებულა უფრო “აგრესიულად ურტყამდნენ”.
მისივე სიტყვებით, თავდასხმის შემდეგ, “20-30 მეტრში” პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და განაცხადი დატოვეს. “გვითხრეს რომ ვიდეოთვალით ამოიცნობენ, ვინ იყო და ექნებათ რეაგირება”, – ამბობს ფერაძე.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი კომენტარი მიღებისთანავე აისახება ტექსტში.