“დაგვემხობა თავზე ყველაფერი, როგორც მაშინ – ოღონდ საბოლოოდ” – სოსო მანჯავიძე

ჯერ გული აენთოთ და რა დროს ეკონომიკაა, ბალახს შევჭამთო და ეკონომიკა დააქციეს. მერე კვლავ აენთოთ გული, ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ, იძახეს, გადაწვეს რუსთაველი, ჩამოაგდეს პრეზიდენტი და ,,დემოკრატია დაამყარეს”. მერე მიშა, მიშა იძახეს, ნომრიანი გიჟი აირჩიეს 97 პროცენტით. ახლა კვლავ გული აენთოთ, ევროპას გვართმევენო და კვლავ რუსთაველს წვავენ, თანაც წინააღმდეგობას რატომ გვიწევთო. შუალედურ გულის ანთებებზე აღარაფერს ვიტყვი, მაგალითად, მწვანე პასპორტების გარეშე მაღაზიებში არ შევუშვათ არავინო, რომ მოითხოვდნენ ეს შიგევროპელები. მოკლედ, პერიოდულად ჩვენს აღქმოიდებს გონების სრული დაბნელება ემართებათ, რასაც მუდამ კატასტროფული შედეგები აქვს. ასეთი საყოველთაო ირაციონალური ისტერიის დროს გონების ხმა აღარ ისმის ისტერიული კაკაფონიის გამო, რომელსაც ზემოთაღნიშნული აღქმოიდები ქმნიან ჰოდა, ამ ახალ გულანთებულობას ეს ქვეყანა ვეღარ გადაიტანს, დაგვემხობა თავზე ყველაფერი, როგორც მაშინ.ოღონდ საბოლოოდ. ესენი კი დარჩებიან თვალებდაყვლეპილნი, მაგრამ ნორმალურმა ადამიანებმა და ბავშვებმა რა დააშავეს, ესაა საკითხავი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: როგორც გავიგე მათი ორგანიზაციის მიზნებიდან, ამ ძვირფას “თამადა” კაცებს არ აკმაყოფილებთ კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და მეტიც, ქართული ეკლესიის მუშაობა, რადგან…

“ჯერ სამარეში არ გაციებულა დედა-შვილი, თქვენი შვილები უნდა ამღეროთ და ტაშ-ფანდურა გამართოთ? გორის მერს კოტე ბუზალაძეს სინდისი რომ ჰქონდეს, უნდა გადამდგარიყო, სწორედ მისი უთავბოლობით მოხდა ეს უბედურება!…”