დაგეგმილი სამუშაოების გამო, პავლე ინგოროყვას ქუჩის შესახვევში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – თბილისის მერია

მთაწმინდის რაიონში, პავლე ინგოროყვას შესახვევისა და ს ქუჩის კვეთაზე შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციას იწყებს – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის 09:00 საათიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, პავლე ინგოროყვას ქუჩის შესახვევში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში საგზაო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ზურაბ ჟვანიასა და მიხაი ზიჩის ქუჩების გამოყენებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.