დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტის 212 ვაგონის შესყიდვა და ჩანაცვლება – კახა კალაძე

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჩვენი ქალაქისთვის – პრემიერ-მინისტრ ს გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა, რითაც მოხდება 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თბილისის მეტრო საჭიროებს განახლებას. თქვენ იცით, რამხელა სამუშაო ჩატარდა ძალოვანი კაბელების შესაცვლელად, რომელიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ასევე, საჭირო და მნიშვნელოვანია მოძრავი შემადგენლობების ჩანაცვლება, რადგან ხშირია ძველი მატარებლების მწყობრიდან გამოსვლის ფაქტი, რაც აფერხებს მთლიანად მეტროპოლიტენის მუშაობას.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველო მთავრობისა და პირადად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფა 475 მლნ ევრო, რომლითაც სრულად ჩანაცვლდება თბილისის მეტროს მატარებლები.
ეს არის მასშტაბური და შეიძლება ითქვას, ისტორიული პროექტი, რადგან აქამდე თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების მატარებლები არ ჩანაცვლებულა და თბილისს ემსახურება 48 მატარებელი (ჯამში 192 ვაგონი), რომელიც გამოშვებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია 1974-1992 წლებში.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების მიზნით რამდენჯერმე გარემონტდა ეს მატარებლები, მათ შორის ჩემი მერობის პერიოდში, 2017-2020 წლებში განვახორციელეთ მოდერნიზაციის პროექტი და კაპიტალურად შევაკეთეთ გაჩერებული მატარებლები, რითაც გავზარდეთ ხაზზე მომუშავე შემადგენლობების რაოდენობა, მაინც უნდა ითქვას, რომ ამ მატარებლებს მხოლოდ 15-წლიანი ექსპლუატაციის რესურსი ჰქონდათ დარჩენილი, რაც საჭიროებდა სწრაფ გადაწყვეტილებებსაც და შესაბამის რესურსსაც.
საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის ერთობლივი გადაწყვეტილება გადაჭრის არა მარტო ექსპლუატაციიდან გამოსული მატარებლების პრობლემას, არამედ გაზრდილი მგზავრთნაკადების საკითხსაც, რადგან დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია არსებულზე მეტი – 212 ერთეული საერთაშორისო სტანდარტის ვაგონების შესყიდვა და ჩანაცვლება, რაც ეტაპობრივად მომდევნო 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.
დღეის მდგომარეობით, სამუშაო დღეებში, ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს თბილისის მეტროს, შესაბამისად, სწორედ ამ ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს ეს გადაწყვეტილება.
ჯამში, 45 შემადგენლობის შესყიდვის შედეგად, ახმეტელი – ვარკეთილის ხაზზე 4-ის ნაცვლად 5-ვაგონიანი მატარებლები იმოძრავებს, რადგან ბაქანზე მეტი არ ეტევა“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელი, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოური კომპანიებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ფოჩხუა: რუსულს ეძახდე მთავრობას და რუსეთთან ყიდვა-გაყიდვა გქონდეს გაჩაღებული, ასე არ გამოვა. ან რა სინდისით უნდა იღებდე ხმას, როცა შენი ბიზნესი ბოლომდე ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე

გიორგი ჩაკვეტაძე ორბელიანზე მომხდარ ინციდენტზე: “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან. მსგავსი სიუჟეტებითა და დეზინფორმაციით ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი და ავტორიტეტი

ედიშერ გვენეტაძე ქართულ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებენ: რატომ ეწევიან საქართველოსათვის საზიანო პროპაგანდისტულ საქმიანობას ფაქტობრივად ქვეყნისათვის გამოუცხადებელი საომარ მდგომარეობაში ყოფნის დროს?