„დაბურული შუშები არის პენიტენციური დაწესებულების კომპეტენცია” – რას ამბობენ “ვივა მედში”

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას კლინიკა „ვივამედის” კლინიკურმა დირექტორი ეხმაურება.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ “პირველებს” განუცხადა, დასკვნაში დაფიქსირებულ შენიშვნებზე პასუხისმგებელი პენიტენციური დაწესებულებაა. ის, რომ დაბურულია შუშები პალატაში, რომ მიხეილ სააკაშვილს სათვალთვალო კამერებით უყურებენ მუდმივად, ეს ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილებაა და ვივა მედი კავშირში არ არის ამასთან.
რაც შეეხება მკურნალობას, ჩხაიძე ამბობს, რომ ეს პირობები, რაც პალატაში პენიტენციურმა დაწესებულებამ შექმნა „ფაქტია, არ ეხმარება“ პაციენტის გამოჯანმრთელებას.
„რა თქმა უნდა, ის, რა შენიშვნებიც არის კომიტეტის დასკვნაში, დაბურული შუშები, პირობები და ა.შ. სამეურნეო მენეჯმენტს რაც შეეხება, ეს ყველაფერი არის პენიტენციური დაწესებულების კომპეტენცია.
(კითხვა: თვლით, თუ არა რომ ეს პირობები ხელს უშლის გამოჯანმრთელებას?) არ ეხმარება, ფაქტია. ეს პრეტენზიები არის პენიტენციური დაწესებულების დადგენილი პირობები, ჩვენი მთავარი ამოცანა არის პაციენტის მკურნალობა. მკურნალობასთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნაში ყველაფერი კარგი წერია“