დაბა ჩაქვში სახლის სახურავი ჩამოინგრა, ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში დუმბაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” გია დუმბაძე აცხადებს, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, ოჯახი კი მეზობლებს აფარებს თავს.
“სახურავი ჩამოინგრა, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს, ახლა მეზობლებთან ვაფარებთ თავს. სახლში ვერ დავბრუნდებით საფრთხისშემცველია. ვითხოვთ, ქობულეთის მერიიდან ყურადღებას”, – აცხადებს გია დუმბაძე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ დუმბაძეების ოჯახის მდგომარეობას, მერიის წარმომადგენელი ადგილზე გაეცნობა.
“ოჯახს უსაფრთხო ადგილზე გავიყვანთ, მოხდება სიტუაციის შესწავლა და შემდგომ ქირით გაყვანა. ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე გაეცნობა სიტუაციას”, – აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა