დაბა ადიგენში აქცია დასრულდა

დაბა ადიგენში, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო, სიტუაცია განმუხტულია.
ადიგენში ხმაური დღეს, დილიდან დაიწყო, როდესაც მუსლიმი თემი ერთ-ერთ სახლში სალოცავად შეიკრიბა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აცხადებდა, რომ „აღნიშნული სახლი მეჩეთად არ უნდა გადაიქცეს“.
ადგილზე სიტუაციის განსამუხტად დიდი რაოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
-მ ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებაც გაავრცელა. უწყებამ მოუწოდებდა მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
ფოტო: “სამხრეთის კარიბჭე”