დაბადებაზე მეტი გარდაცვალება – უარყოფითი ბუნებრივი მატება ყველაზე მაღალი იმერეთსა და სამეგრელო ზემო სვანეთში ფიქსირდება

2023 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

უარყოფითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იმერეთში დაფიქსირდა. აქ 2 171 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მაღალი მაჩვენებელია ასევე სამეგრელო ზემო სვანეთშიც აქ გარდაცვლილები 1 511-ით ჭარბობენ ცოცხლად დაბადებულებს.

რეგიონების მიხედვით შედეგები ასე გამოიყურება:
სამეგრელო-ზემო სვანეთი -1 511
გურია -578
აჭარის ა.რ 1 760
სამცხე-ჯავახეთი -155
იმერეთი -2 171
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -354
ქვემო ქართლი 719
კახეთი -857
თბილისი 1 468
მცხეთა-მთიანეთი -355