დაახლოებით, ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს – NDI

დაახლოებით, ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს – NDI-ის უახლესი კვლევის შედეგები ცნობილია.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ან არა არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? პასუხები ასე გადანაწილდა.
· მოსალოდნელია (2022 წლის დეკემბრის მონაცემით) 20 პროცენტი
· მოსალოდნელია (2023 წლის მარტის მონაცემით) 15 პროცენტი
· მოსალოდნელია (2023 წლის ოქტომბრის მონაცემით) 16 პროცენტი
· არ არის მოსალოდნელია (2022 წლის დეკემბრის მონაცემით) 76 პროცენტი
· არ არის მოსალოდნელია (2023 წლის მარტის მონაცემით) 82 პროცენტი
· არ არის მოსალოდნელია (2023 წლის ოქტომბრის მონაცემით) 80 პროცენტი
· არ ვიცი (2022 წლის დეკემბრის მონაცემით) 4 პროცენტი
· არ ვიცი (2023 წლის მარტის მონაცემით) 3 პროცენტი
· არ ვიცი (2023 წლის ოქტომბრის მონაცემით) 2 პროცენტი
უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა. უმრავლესობა ამობს, რომ ემიგრაციას საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს.
კვლევის თანახმად, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია.
გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა