დააყადაღეს ნანუკას ფონდის, ადამიანის უფლებათა სახლის, Prosperity Georgia-ს ანგარიშები

დააყადაღეს ნანუკას ფონდი და მასთან ერთად ნიკა გილაურისა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ფონდები. ფონდები მოქალაქეებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ.
ნანუკას ფონდი ასევე აფინანსებდა სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს.
თავიდან ინფორმაცია ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა სოციალურ ქსელში და შემდეგ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმაც დაადასტურა.
ჟორჟოლიანის თქმით, ყადაღა პროკურატურამ მოითხოვა.
ფონდის დაყადაღებას ადასტურებს ადამიანის უფლებათა სახლიც.
“დაყადაღებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები.ჯერ-ჯერობით, დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია. რთული პერიოდია, თუმცა გვჯერა, ერთად ყველა სირთულეს”- ნათქვამია განცხადებაში.
ფონდის დაყადაღებას ადასტურებს ფოსფერითი ჯორჯიაც.
“გაცნობებთ, რომ ფონდის მუშაობა შეფერხებულია,რადგან ფონდის ანგარიშს დაედო ყადაღა.ამ ეტაპზე დაუზუსტებელი ინფორმაციით ყადაღა წარმოადგინა პროკურატურამ.ასევე დაყადაღებულია სხვა ფონდები.დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ”,- წერია განცხადებაში.