„დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა-გინება“ – პრეზიდენტი ოპოზიციას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს, დაასრულონ ერთმანეთში კონფლიქტი.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „მისი საქმე არაა“, ოპოზიციისთვის გაერთიანებისკენ მოწოდება, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ ოპოზიცია ვალდებულია, მოაბილიზოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოება.
„მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას. თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ, ან გითხრათ გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.