“დაასანქცირეთ ივანიშვილი და “ოცნების” მაღალჩინოსნები” – მოქალაქეები დიდ ბრიტანეთს პეტიციით მიმართავენ

ბრიტანეთის მთავრობას საქართველოს მოქალაქეები ღია პეტიციით მიმართავენ – მოთხოვნაა, სანქციები დაეკისროს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი სა და ივანიშვილის გუნდის სხვა წევრებს. ინიციატივას ამ დროისთვის უკვე 900-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

პეტიციის ავტორების თქმით, საქართველო დღეს ავტორიტარიზმის ზღვარზეა: ოლიგარქის კონტროლქვეშ მყოფი ხელისუფლება ახშობს ოპოზიციურ ხმას, მედიას და სამოქალაქო სექტორს, ქვეყანაში კი იზრდება პოლიტიკური დევნისა და უკანონო დაკავებების რაოდენობა.

დოკუმენტის თანახმად, „ევროპული მომავლის მცველები“ ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოს მმართველ ელიტას გაუყინოს აქტივები და შეუჩეროს ვიზები, რადგან მათი თქმით, რეჟიმი სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.

ინიციატივის ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ცვლის საგარეო კურსს, რაც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.

ამ პეტიციით მოვუწოდებთ დიდ ბრიტანეთს, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს, დადგეს ქართველი ხალხის გვერდით რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ძალადობს, აწამებს და ციხეში უშვებს ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. ასე რომ, ბრიტანეთისგან ვითხოვთ, გააძლიეროს ზეწოლა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის. ბრიტანეთი არის ქვეყანა, რომელსაც რეალურად შეუძლია “ქართული ოცნების” გატეხვა სანქციებით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი აქტიურობა, ხელმოწერა და გავრცელება ამ პეტიციის, – ამბობს პეტიციის ინიციატორი ლევან მოსაშვილი. 

წყარო