დააკავეს წიბახაშვილების ოჯახის სამი წევრი – სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბით

დღეს 3 ნოემბერს, დააკავეს პედაგოგი მანანა ჯავაშვილი და მისი ორი ვაჟი გიგა და ლადო წიბახაშვილები.
მანანა ჯავაშვილი სახლთან დააკავეს, გიგა წიბახაშვილი კი სასამართლოსკენ მიმავალი ავტომობილიდან გაიაყვნეს, მისი დაკავების ვიდეო მეგობარმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მანანა ჯავაშვილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დაკავებულებს სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებიან.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 16 ოქტომბერს გაამკაცრა, ერთი წლის განმავლობაში გზის განმეორებით გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით ისჯება – ერთ წლამდე ვადით პატიმრობით.