დააკავეს შსს-ს დაცვის პოლიციის ინსპექტორი, რომელიც სამ ძალადობრივ ეპიზოდშია მხილებული

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა ქ.ახალციხეში -ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი. განცხადების თანახმად, სამართალდამცველი მიმდინარე წლის ნოემბერში ჩადენილ სამ ძალადობრივ ეპიზოდშია მხილებული.
გამოძიების ვერსიით, 2023 წლის 17 ნოემბერს ქ. ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, შელაპარაკების ნიადაგზე დაცვის პოლიციის ინსპექტორმა ჰ.ს.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მ.მ.-ს.
2023 წლის 19 ნოემბერს სამართალდამცველმა ახალციხის რაიონში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებული მოქალაქის შვილს და მის მეგობარს.
2023 წლის 27 ნოემბერს კი ახალციხის რაიონში დაცვის პოლიციის ინსპექტორი დაზარალებულ მ.მ.-ს კვლავ შეხვდა და განმეორებით სცემა – ხელი სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა და ორივე ხელი ყელის არეში ძლიერად მოუჭირა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, დანაშაულის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები გამოითხოვა; დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით ერთ-ერთ დაზარალებულს სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა. ასევე, მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ინსპექტორი ძალადობის ბრალდებით იქნა დაკავებული”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საქმეზე გამოძიებას.