დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ადამიანები, რომლებიც „ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 ადამიანი, რომლებიც „ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ“.
გარდა ამისა, შვიდ ადამიანს, მათ შორის პატიმრობაში მყოფ ორ პირს, საზღვარგარეთ მყოფ ოთხ პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გამოძიების მიხედვით:
· „დაკავებული ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და იღებდნენ მათგან სხვადასხვა დავალებას, რომელსაც შემდგომში ასრულებდნენ“;
· „ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას სთხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და გამოკვეთილი როლი ჰქონდა, კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი