დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი

ოჯახის ინფორმაციით, დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი მარი იაშვილი.
ოჯახის წევრებისთვის დაკავების მიზეზი უცნობია. ამბობენ, რომ ადვოკატები ახლა იმყოფებიან პოლიციის განყოფილებაში, სადაც მარი იაშვილი გადაიყვანეს.
სამხედრო ბლოგერი და ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილე უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს. პოლიცია მის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ისე ატარებდა, რომ აბაშიძესთან ადვოკატი და ოჯახის წევრები არ შეუშვეს. პარალელურად, აბაშიძის სახლთან შეიკრიბნენ მისი მხარდამჭერები და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებული იყო ბევრი პოლიციელი.
დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მათი მტკიცებით, ჩანს აბაშიძის სახლიდან ამოღებული იარაღები. უწყების ინფორმაციით, ის იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს აბაშიძის მხრიდან -ს, იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ვებ-გვერდების სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტებზეც.
უჩა აბაშიძე „აირსოფტის” ფედერაციის რეზიდენტია. ეს არის სპორტული თამაში, რომელიც სათამაშო იარაღითა და პლასტმასის, ბიოდეგრადირებადი ტყვიებით ჯგუფურ შეჯიბრებას გულისხმობს. ოჯახის ინფორმაციით, ყველა იარაღი, რომელიც აბაშიძის სახლიდან ამოიღეს, სათამაშოა, გარდა ორისა, რომელიც მას ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული.
მასალა განახლებადია

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე