დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე – რას ამბობს მისი ადვოკატი

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, ნიკო მა­ნა­გა­ძე გუ­შინ ღა­მით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ნიკო მა­ნა­გა­ძის ად­ვო­კატ­მა, მა­რი­ამ პა­ტა­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.
ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბის დროს მას­თან ერ­თად ერთი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც ასე­ვე და­ა­კა­ვეს. მი­სი­ვე თქმით, ორი­ვე მათ­გა­ნი დი­ღომ­ში, მე­სა­მე იზო­ლა­ტორ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი.
ად­ვო­კა­ტის ვა­რა­უ­დით, და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა იყოს ის, რომ მა­ნა­გა­ძე პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში არ გა­მო­ცხად­და და მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­ი­თხო­ვა.
“ნიკო მა­ნა­გა­ძე გუ­შინ სა­ღა­მოს, 22:30 სა­ათ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, მას შემ­დეგ, რაც აქ­ცი­ი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას არა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­დი, ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აე­დევ­ნენ.
გუ­შინ, რო­დე­საც ნი­კოს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­დან გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით და­უ­რე­კეს, მან მო­ი­თხო­ვა, რომ მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას [პრო­ცეს­ში] და [ჩვენ] არ გა­მოვ­ცხად­დით. მე უშუ­ა­ლოდ ვე­სა­უბ­რე იმ გა­მომ­ძი­ე­ბელს, რო­მელ­მაც ნი­კოს და­უ­რე­კა და ვუ­თხა­რით, რომ სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­კი­თხვა­ზე მი­ვი­დო­დით. რო­გორც ჩანს ნიკო ამის გამო და­ი­სა­ჯა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ის და­ა­კა­ვეს კოს­ტა­ვა­ზე, სტამ­ბის წინ. მას უხ­სე­ნეს ის, თუ რა­ტომ არ გა­მო­ცხად­და, რო­დე­საც გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რა, რა­ტომ აწ­ვა­ლებ­და და აი, ახლა სხვა ფორ­მით მი­იყ­ვან­დნენ მას უკვე სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბა­ში.
მის მი­მართ მოხ­და სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი, შაბ­ლო­ნად ქცე­უ­ლი მუხ­ლე­ბით ოქ­მის შედ­გე­ნა, რა­ზეც ცხა­დია, ნი­კოს ხელი არ მო­უ­წე­რია. თით­ქოს და ის პო­ლი­ცი­ას აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და, მა­შინ, რო­დე­საც სა­ერ­თოდ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რომ იყ­ვნენ, მან­ქა­ნა­ში ყოფ­ნის დრო­საც კი ამის აღ­ქმა, მას არ ჰქო­ნია. მათ არ ეც­ვათ ფორ­მე­ბი და არც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სა­ბუ­თი წა­რუდ­გე­ნი­ათ იმგვა­რად, რომ მის­თვის ამო­კი­თხვა­დი ყო­ფი­ლი­ყო კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის პო­ზი­ცია ან მისი ვი­ნა­ო­ბა“, – გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ პა­ტა­რი­ძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება