დააკავეს პირი, რომელიც იღებდა როგორ გადაუკეტა პატრულმა ბაიკერს გზა

ავტოსაგზაო შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე – ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, დააკავეს – ამის შესახებ ინფრომაცია “პირველებს” დაკავებული გიკა მოდებაძის მეუღლემ მარიამ სურმანიძემ დაუდასტურა.
საქმე ეხება ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავარიას, რომელსაც მოტოციკლის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალა გიკა მოდებაძეს აქვს გადაღებული, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია.
ვიდეოში თვითმხილველი ყვება, რომ პოლიცია ადგილზე მტკიცებულების განადგურებას ცდილობს.
ამ ეტაპზე არაფერი არვიცი, უბრალოდ, დილით საპატრულოდან დამირეკეს, ხვალ დილით გამოვუშვებთო,” – უთხრა უთხრა მარიამ სურმანიძემ “პირველებს”.
ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ მოტოციკლისტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აედევნა და მას გზა ჩაუკეტა

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას