დააკავეს ნიკა კვიტატიანი, სავარაუდოდ, 5 დღის წინ, გზის გადაკეტისთვის რუსთაველზე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი ნიკა კვიტატიანი, პოლიციამ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავა სავარაუდოდ 21 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისას გზის გადაკეტვის გამო. ამ დღეს კვიტატიანი საპროტესტო აქციაზე გადაკეტილ რუსთაველზე პარტია “დროას” ლიდერთან, გიგა ლემონჯავასთან ერთად იდგა დემონსტრაციულად.
ლემონჯავა 24 ოქტომბერს დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.
ამ დღეს, სანამ დემონსტრანტებს და პოლიტიკოსებს დააკავებდნენ, პროსახელისუფლებო მედია “პოსტტვ”-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია აქციაზე დაკავებული პოლიტიკოსების შესახებ – ისინი იმ ან მომდევნო დღეებში მართლაც დააკავეს, თუმცა პოსტტვ-ის მიერ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისას უმეტესობა დაკავებული არ იყო.
“პოსტ ტვ”-ს სიაში იყო ნიკა კვიტატიანიც, რომელიც დაკავების წინა საღამოს კითხულობდა, მისი პატიმრობის ათვლა “ამ ქარდის გამოქვეუნებიდან” ითვლება თუ არა.
ფორუმი