განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 პირი დააკავა. მათ შორის 7 არასრულწლოვანია.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძის ინფორმაციით, ისინი “ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერები” არიან.“ისინი განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.



