დააკავეს მღვდელი, რომელიც ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა

პეტერბურგში მღვდელი გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო დააკავეს, რომელიც ციხეში დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, სთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის პოლიციის განყოფილებიდან ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო ინსულტით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციის 43-ე განყოფილებაში მისმა ადვოკატმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. გრიგორი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს”, – დაწერა დეპუტატი ბორის ვიშნევსკი.
მღვდელმა 16 თებერვალს საღამოს განაცხადა, რომ ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას აპირებდა. ის მეორე დღეს სახლიდან გასვლისას დააკავეს.
OVD-Info-ს ინფორმაციით, სასულიერო პირის წინააღმდეგ ოქმი აქციის მოწყობის მუხლი იყო შედგენილი, რომელიც შეთანხმებული არ იყო. როგორც გამოცემა Meduza წერს, პანაშვიდი საბოლოოდ სხვა მღვდელმა ჩაატარა.