დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ძაღლი ცულით დაასახიჩრა, რადგან ყეფით შეაწუხა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 მარტს, ქალაქ თეთრიწყაროში, წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, ქუჩაში ძაღლის ყეფით გაღიზიანების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცხოველს ცულის დარტყმით ჭრილობა მიაყენა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია. იმავე დღეს, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა უკანონოდ შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 130.6 გრამი გამომშრალი მარიხუანა და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ბრალდებული 13 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება), 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა), 273-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

კრიტიკა მოემართებოდა ჩვენდამი, რომ თითქოს, დასავლეთს ვუღალატეთ, ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთი – აშშ-თან ერთად ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც სწორედ რომ დასავლურ ღირებულებებს ემსახურება

იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“

თქვენ თუ ტრამპის არჩევამდე ხედავდით, რომ ჩვენს ხელისუფლებას ურტყამდნენ ამერიკიდან და ევროპიდან, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-სთან ერთად მოკავშირე ვართ მშვიდობის პოლიტიკის დამყარების საქმეში