დააკავეს კაცი, რომელმაც საგარეჯოში ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა

საგარეჯოში, ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი ამჟამინდელი ქმრის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ქალის, დუნია მალიევას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის კლინიკაში რჩება.
მოკლულია 36 წლის იაშარ ჯაფაროვი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა საკუთარ სახლში მიაყენეს. სავარაუდო დამნაშავე 40 წლამდე ასაკის ხეირ ხაბაროვია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო.
მოკლულის ოჯახი შურისძიებაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად, ამის გამო ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა.