დააკავეს კაცი, რომელიც საზღვარზე შარვალში დამალული გველების გადატანას ცდილობდა

ჩინეთის ერთ-ერთ პორტში დააკავეს კაცი, რომელიც შარვალში დამალული 104 გველის გადატანას ცდილობდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კაცი ჩინეთში ჰონგ-კონგიდან მოდიოდა და ის სასაზღვრო კონტროლის გავლისას დააკავეს. მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს, რომ მას შარვლის ჯიბეებში სკოჩით დაწებებული 6 პაკეტი ედო, თითოეულ მათგანში კი სხვადასხვა სახეობის, ფორმის, ზომისა და ფერის ცოცხალი გველი იყო მოთავსებულები.
მათ შორის იყვნენ ქვეწარმავლები, რომლებიც ჩინეთში არ ბინადრობენ, ამიტომ მათი ქვეყანაში შეყვანა მხოლოდ სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი.
ჩინეთის საბაჟოში აღნიშნავენ, რომ კაცი დანაშაულზე პასუხს კანონით გათვალისწინებული ზომების ფარგლებში აგებს.

ასევე დაგაინტერესებთ