დააკავეს კაცი, რომელიც მაცივარში გარდაცვლილ შეყვარებულს მალავდა (აშშ)

დააკავეს კაცი, რომელიც მაცივარში გარდაცვლილ შეყვარებულს მალავდა ()
აშშ-ში, მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ყოფილი შეყვარებულის ცხედარი მის სახლში, მაცივარში იპოვეს.
როგორც უცხოური გამოცემა წერს, 42 წლის ჩად კრისტოფერ სტივენსს ბრალი დასდეს მტკიცებულებების გაყალბებაში მისი ყოფილი შეყვარებულის, ჰეზერ ლუიზ შვაბის ცხედრის გადამალვის გამო.
კვირას გამომძიებლებმა მამაკაცის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, სადაც იპოვეს სტივენსის სამზარეულოში მდებარე მაცივარი. მაცივარი პლასტმასის სპეციალურ შესაფუთში იყო შეფუთული, რომელიც იყო „საეჭვოდ დახურული და დამალული“. მაცივარში პოლიციამ იპოვა ადამიანის სხეული.
ჰეზერი 28 ივნისს გაუჩინარდა. დედამ გამომძიებლებს უთხრა, რომ მისი ქალიშვილი სტივენსთან ერთად ცხოვრობდა და მამაკაცი ქალს ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას. დედამ ასევე უთხრა დეტექტივებს, რომ ჰეზერმა მას უთხრა, რომ „ჩედი მოკლავდა მას და სადმე დამალავდა მის სხეულს“.
ჰეზერის შეყვარებული თავდაპირველად გამომძიებლებთან ამტკიცებდა, რომ გოგონა მას დაშორდა და ერთი წლის წინ მიატოვა. იმის გამო, რომ პოლიციამ გოგონას ბოლო ადგილსამყოფელს ვერ მიაგნო, გამოძიება გაჩერებული იყო. თუმცა, 3 ნოემბერს გოგონას დედა მივიდა პოლიციაში. მან სტივენსის ყოფილი მეუღლისგან გაიგო, რომ კაცმა „მოკლა ჰეზერი და დამარხა იგი თავის ეზოში”.
გამოძიების დროს, სტივენსი კიდევ ერთმა ყოფილმა შეყვარებულმა ამხილა ძალადობაში.
სტივენსი მიიყვანეს დაკითხვაზე, სადაც მან აღიარა, რომ „ჰეზერის ცხედარი მაცივარში დამალა მას შემდეგ, რაც ის გარდაიცვალა“ 2022 წლის 26 ივლისს.
ასევე ნახეთ:
რატომ ქორწინდებიან კაცები ქალებზე, რომლებიც არ უყვართ – ფსიქოლოგის განმარტება
„შენი ტელეფონიდან გქონდა ნალაპარაკევი ფრანგ ქალთან, კარგი ბოტასები მაქვსო…“ – კაბუ საფრანგეთში დაკავების ისტორიას იხსენებს
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია…“ – ს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს