სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავი.
დაკავებულია გიორგი ხაინდრავა, რომელიც თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე იყო.
სუს-ის თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის „ახლო ნათესავის“ ვინაობას არ ასახელებს და მხოლოდ ინიციალებს წერს: „ვ.მ“.
ამასთან, დაკავებულია შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
ბრალდება არის „გაფლანგვა“, უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვებს (ტენდერებს) – კერძოდ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვას – და საუბარია 1.3 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.
მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ბრიფინგი ამ საკითხზე კვირას, 27 ივლისს ემზარ გაგნიძემ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ჩაატარა.
ბრალდება 2023 წლის საქმეს ეხება – მაშინ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იყო.
ბურჭულაძე 2024 წლის 8 თებერვალს შეცვალა ირაკლი ჩიქოვანმა, 11 თებერვალს კი ახალმა მინისტრმა ხაინდრავაც შეცვალა.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი




