დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, „სილქნეტის“ და „ევრონიუს საქართველოს“ დამფუძნებელი

ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
-ის პრესცენტრის თანახმად, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, – ეს ბრალდება გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადებას.
ბრალდება ორწლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.
რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას.
შსს არ აზუსტებს, სად და რა ვითარებაში დააკავეს ბიზნესმენი.
· „სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებმა 2024 წლის 30 ნოემბერს – ანტისამთავრობო საპროტესტო დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, – განაცხადას, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებას.
· „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას“
· „არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, – განაცხადეს კომპანიებმა.
ფორუმი