დააზღვიე ავტომობილი იმედი L-ში და მიიღე სპეციალური საზაფხულო საჩუქრები

ავტოდაზღვევის მსურველებისთვის, იმედი L-ს სეზონური საჩუქრები აქვს. მომხმარებლები, რომლებიც 30 სექტემბრამდე შეიძენენ ავტოდაზღვევას, საჩუქრად 35 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებენ საწვავზე. კამპანიის ფარგლებში დაზღვეულები, ფასდაკლებით სარგებლობას სექტემბრის ბოლომდე, ულიმიტოდ შეძლებენ.
„ზაფხული ავტოდაზღვევისთვის ყველაზე აქტუალური პერიოდია, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ სიახლეები და თემატური საჩუქრები. მომხმარებელზე ზრუნვა იქამდე, სანამ რეალური რისკი დადგება მათ წინაშე, ჩვენი განახლებული სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი და პრიორიტეტია, შესაბამისად მუდმივად ვცდილობთ, სწორედ ის პროდუქტები და სერვისები შევქმნათ, რაც ყველაზე მეტად ერგება მათ საჭიროებებს.“ – ამბობენ იმედი L-ში.
იმედი L-ის ავტოდაზღვევა არის ყველასთვის, ვისაც სურს თავიდან აირიდოს ავტომობილთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო ხარჯი, საკუთარი თუ მესამე პირის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის შესაფერისი პირობებით ისარგებლოს და მოირგოს დაზღვევა ისე, როგორც მისი საჭიროებები მოითხოვს.
იმედი L-ის ავტოდაზღვევა – ავტოქარი გათვლილია 10 000 დოლარამდე ღირებულების ავტომობილებისათვის, მისი შეძენა თვეში 50 ლარადაა შესაძლებელი და მომხმარებელს გაუთვალისწინებელი შემთხვევის დადგომისას, მსხვილი ფინანსური ხარჯისგან იცავს.
ავტომობილის დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ ბმულიდან: https://imedil.ge/auto-car/ge
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია