დაავადებები, რომლებიც საქართველოში ყველაზე გავრცელებულია

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 243 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 15.4 ათასს შეადგენდა, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.3 დღე შეადგინა (2022 წელს – 5.1 დღე), ხოლო დატვირთვამ – 204.9 დღე (2022 წელს – 167.2 დღე).
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები გაიზარდა 53.4 პროცენტით, ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა – 51.5 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები – 50.0 პროცენტით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები – 45.4 პროცენტით, ხოლო ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები – 42.3 პროცენტით.
„ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, თვალისა და მისი დანამატებისა და ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები.
2023 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 612 ერთეული შეადგინა, რაც 5 ერთეულით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო შიდსით დაავადებულთა კუმულატიური რიცხოვნობა 10 391 ერთეულით განისაზღვრა. 2023 წელს შიდსით გარდაცვალების 122 შემთხვევა დაფიქსირდა.