დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.
ცენტრის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა მ წარუდგინა და აღნიშნა, რომ ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ფურცელაძეს, კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2002 წლიდან 2024 წლამდე ის სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე „ავერსი-ფარმაში“ მუშაობდა. 2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას. ამავდროულად, 2016-2018 წლებში, იყო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო 2022 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც ამირან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ NCDC-ის დირექტორის მოვალეობას ჯერ თამარ გაბუნია, შემდგე კი პაატა იმნაძე ასრულებდნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ CompanyInfo-ს ვებ-გვერდის თანახმად, ირაკლი ფურცელაძე ფლობს წილს თხილის საწარმო „აგრი მენეჯმენტი გრუფ ოფ ჯორჯიაში“ და 2012 წლის ს წინ 50 ათასი ლარი აქვს შეწირული „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
· NCDC-ის 100-ზე მეტი თანამშრომელი აკრიტიკებს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე “ოცნების” გადაწყვეტილებას
· სოცმუშაკის ცნობით, ტუბცენტრი არ იღებს უცხოელ პაციენტს, რომელიც გადამდებია
· რიგ პროექტებზე დაპაუზდა – NCDC-ის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი -ის დახმარებაზე