დაადგინდა 121 500 დაღუპული რუსი ჯარისკაცის ვინაობა. ნახევარზე მეტი მოხალისე, მობილიზებული ან ყოფილი პატიმარია

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 121,507 ს მოქალაქე დაიღუპა. ღია მონაცემების საფუძველზე დაღუპულთა ვინაობა Mediazona-სა და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს.
ყველა დაღუპულიდან (რომელთა სახელის დადგენაც მოხერხდა), თითქმის მესამედი (27%) მოხალისეები არიან.
ზოგადად, დანაკარგები იმ ადამიანებს შორის, რომელთა ცხოვრება სრულმასშტაბიან ომამდე არანაირად არ იყო დაკავშირებული რუსეთის არმიასთან, ნახევარზე მეტს – 53%-ს შეადგენს. საუბარია მოხალისეებზე, მობილიზებულ ჯარისკაცებზე, კოლონიებიდან და წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან გაწვეულ პატიმრებზე.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ომის პირველ წლებთან შედარებით, შემცირდა დაღუპული ოფიცრების წილი. სამაგიეროდ ახლა იღუპებიან რიგითები, რომლებიც, ფრონტიდან მოწოდებული ინფორმაციით, აქტიურად იგზავნებიან უკრაინელ პოზიციებზე იერიშის მისატანად.. ერთ-ერთი ბოლო მაღალჩინოსანი, რომლის დაღუპვის შესახებაც გახდა ცნობილი, იყო რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდლის მოადგილე მიხაილ გუდკოვი, რომელიც 2025 წლის 11 ივლისს, 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის შტაბ-ბინაზე თავდასხმის დროს დაიღუპა.
ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს (121 ათასზე მეტი დაღუპულიდან) 104 ათასზე მეტი ადამიანის ასაკი. არსებული მონაცემებით, მინიმუმ 2859 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ასაკი 18-დან 20 წლამდეა.
Mediazona ასევე აფასებს ჭარბ სიკვდილიანობას მემკვიდრეობის საქმეების საფუძველზე (მეთოდოლოგიის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ), ამ გამოთვლების მიხედვით, დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 165 ათასია.
ამასთან, როგორც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 აგვისტოს განაცხადა, მხოლოდ 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულების სახით, მათ შორის 20 000 ბოლო თვეში. ტრამპის თქმითვე, 2025 წლის იანვრიდან უკრაინის დანაკარგებმა დაახლოებით 8000 ჯარისკაცი შეადგინა და „ეს რიცხვი არ მოიცავს საბრძოლო მოქმედებების დროს დაკარგულებს“.
ფორუმი