“გუშინ “პალიტრას” ვუთხარი, რომ რუსული მთავრობის გადაადგომაა ჩემი მოთხოვნა და არ გაუშვეს…” – მაგდა მამუკაშვილი

სამოქალაქo აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:

გუშინ პალიტრამ ინტერვიუ მთხოვა, რა არის შენი მოთხოვნაო და ვუთხარი, რომ რუსული მთავრობის გადაადგომაა ჩემი მოთხოვნა და პატიმრების გათავისუფლება. არჩევნებს მერე ჩვენ თვითონ ჩავატარებთ-მეთქი. ასევე, ვისარგებლე შემთხვევით და ხალხს მოვუწოდე, 31-ში დიდი აქცია იმართება და გამოდით-მეთქი. არ გაუშვეს. ჩემთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ ვიღაცებს არ აწყობთ ამ ნარატივის შემოტანა, არც გადადგომის და არც დიდი აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების.
კვლავ გავიმეორებ, ვერ ჩააახშობთ ხალხის ხმას. ჩემს ტიკტოკზე ვიდეოს რომ ჩავწერ, უფრო მეტ ადამიანამდე მივა ეგ მესიჯი, ვიდრე მაგ დუნე ტელევიზიაში ინტერვიუთი მივიდოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს