გუშინ ვიხილეთ “ნაცი ორკების” თავყრილობა, ეს არის ზუსტად ის სახე, რაც “ნაცობას”, როგორც იდეოლოგიას აქვს – “ნაცობა” არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა დაიცალო ადამიანური ღირებულებებისგან
მნიშვნელოვანია, რომ გუშინ რაც ვნახეთ, ეს ყველაფერი გავიაზროთ. ფაქტობრივად, გუშინ ღამე, “ნაცი ორკების” თავყრილობა, რომელიც გაიმართა “ქართული ოცნების” შტაბის წინ, არის ზუსტად ის სახე, რაც “ნაცობას”, როგორც იდეოლოგიას აქვს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ ვიხილეთ “ნაცობის”, როგორც იდეოლოგიის სახე, რომელიც გულისხმობს ადამიანური ღირებულებებისგან დაცლას.
“გუშინ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასებას და თქვენ ნახეთ, რა მძიმე ფაქტები, მტკიცებულებები არსებობს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის, არამედ, „ნაცობასთან“, როგორც იდეოლოგიასთან დაკავშირებით. გუშინ ვნახეთ, „ნაცობის“ სახე რა არის – “ორკების” პარადი, რაც გუშინ იყო მოწყობილი: გინება, ძალადობა, ფაშისტური ყიჟინა, “ტიტუშკების” მიერ ადამიანების მიმართ დადევნება. ეს ორკების პარადი რაც გუშინ ვნახეთ, არის ის, თუ რას უშვრება „ნაცობა“ ადამიანს. “ნაცობა” არ არის “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრობა, “ნაცობა” არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა დაიცალო ადამიანური ღირებულებებისგან, შენთვის არაფერს უნდა წარმოადგენდეს რასაც ჰქვია სხვა ადამიანის ურთიერთობა და პატივისცემა, შენთვის შენი სამშობლო უნდა იყოს მე-17 ხარისხოვანი, შენთვის ავტორიტეტი უნდა იყოს უცხო ქვეყნის ელჩი და პოლიტიკოსი, შენი დროშა უნდა იყოს უცხო ქვეყნის დროშა და სხვა ადამიანების დეჰუმანიზებას უნდა ახდენდე. ეს არის ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი იდეოლოგია.” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა რადიკალი აქტივისტების მიერ ბექა ოდიშარიაზე თავდასხმას და სამარცხვინო უწოდა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გერმანიის ელჩს ახლა აქვს შესაძლებლობა, გაემიჯნოს იმ რადიკალ აქტივისტს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ ფოტოც გადაიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ორკების” ძალადობის თანამონაწილე იქნება.
“სამარცხვინო თავდასხმა იყო ბექა ოდიშარიაზე. ყველა „ნაც“ ტიტუშკას ყოველთვის საკადრისი პასუხი გაეცემა. ეს “ორკები, რომლებიც გუშინ ღამე გამოძვრნენ და დაბორიალობდნენ, ეს არის “ნაცობის სახე. კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც მინდა ყურადღება მიაქციოთ: გუშინ ამ „ნაცი“ ორკების თავყრილობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც გუშინწინ გერმანიის ელჩმა თავისთან მიიღო, ინტერვიუც კი მისცა და პოზირებდა ამ ექსტრემისტ ადამიანთან ერთად. სოციალურ მედიაში პოსტები დაწერა და თქვა, საქართველოს მომავალი კარგ ხელშიაო. გუშინ რაც ვიხილეთ, “ორკების” ლანძღვა, წყევლა, ძალადობა, ქალები, რომლებიც იგინებიან, სახედაკარგული ადამიანები – ეს არის ის საქართველო, რომელიც გერმანიის ელჩმა უნდა, რომ აქ ნახოს. ეს არის გერმანიის ელჩის სანატრელი საქართველო და სახე. ეს არის სინამდვილეში, რაც უნდათ, საქართველოში დაატრიალონ.
გერმანიის ელჩს ახლა აქვს შესაძლებლობა, ხომ ნახა მათი ძველი დამოკიდებულება, აქამდე თუ არ იცოდა, ხომ ნახა, ის გოგონა, რომელთანაც ფოტო გადაიღო, ეს გოგო თავად იდგა იქ, ილანძღებოდა, წყევლიდა და ლანძღავდა ადამიანებს სახედაკარგული. ახლა ეს ყველაფერი გადახარშოს გერმანიის ელჩმა და ან თქვას, რომ ემიჯენება, არ იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე, ან ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის მიზანმიმართული მხარდაჭერა ექსტრემისტული ჯგუფებისა, რომლებიც ადამიანის დეჰუმანიზებას ეწევიან. ადამიანის დეფუმანიზებას რომელი იდეოლოგია ეწევა, ამას არ ვახსენებ გერმანიის პატივისცემის გამო. მას აქვს შესაძლებლობა ამას გაემიჯნოს, არ გაემიჯება? ე.ი. არის თანამონაწილე ამ ორკების ძალადობის“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.