გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია ნორჩი ნაციონალი. პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური ნაცმოძრაობა, აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება

გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია ნორჩი ნაციონალი. პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური ნაცმოძრაობა, აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური ჯგუფებისა და ხელოვანების ნაწილის გაერთიანებაზე საუბრობს. ირაკლი აცხადებს, რომ ეს გაერთიანება სერიოზული არ არის, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ ისინი იყვნენ ნორჩი ნაციონალები. „გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია ნორჩი ნაციონალი, სადაც ისედაც ვიცოდით, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული.
ანუ, ცალკეულ ორგანიზაციებში და ახლა ისინი გააერთიანეს. აქედან ერთ-ერთი შეგახსენებთ, არის ვინმე მანაგაძე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურობდა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და მან საკუთარი დედის მიმართ გამოიყენა სიტყვა -ამორალური, რაც შემდეგ მოიწონეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა, მათ შორის, ნაცმოძრაობის კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა.
ეს იმას ნიშნავს, რომ პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური ნაცმოძრაობა. წარმოიდგინეთ, გაემიჯნა საკუთარ დედას და ეს მერე მოუწონეს კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, თუ რა ღირებულებებზე დგას ლიბერალური ფაშიზმი, კოლექტიური ნაცმოძრაობა და რა ღირებულებებზე დგანან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება. ისედაც იცოდა ყველამ, რომ ისინი იყვნენ ნორჩი ნაციონალები. ისინი უბრალოდ მანამდე დაყოფილი იყვნენ რამდენიმე ჯგუფად და დღეს ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ“-განაცხადა მ.
Previous: ბოლო პერიოდში განხორციელდა ორი ტერაქტი, სლოვაკეთსა და -ში, ის გამოძიება, რომელიც სუს-შია დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა