გუშინ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება, როცა ჩამოყალიბდა ხელისუფლება თავისი ყველა განშტოებით და განმტკიცდა ჩვენი დემოკრატიული სისტემა – ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის საბოლოოდ განწირული

გუშინ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება, როცა ჩამოყალიბდა ხელისუფლება თავისი ყველა განშტოებით და განმტკიცდა ჩვენი დემოკრატიული სისტემა – ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის საბოლოოდ განწირული
გუშინ საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ხელისუფლება თავისი ყველა განშტოებით და საბოლოოდ განმტკიცდა ჩვენი დემოკრატიული სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის საბოლოოდ განწირული.
„ოპოზიცია შევიდა მძიმე პროცესში. მათ სცადეს ხელისუფლების გადატრიალება, სცადეს ძალადობრივი რევოლუციის მოწყობა და ახლა აღარ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ დღის წესრიგიდან. მე ყველას ვურჩევდი, რომ გადაიაზრონ ყველაფერი. დასრულებულია ძალადობრივი გზით რევოლუციების მოწყობა და ყველა უნდა გადაერთოს ახლა სხვა დღის წესრიგზე.
ეს არის ის დღის წესრიგი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. 29-ში, გუშინ საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ხელისუფლება თავისი ყველა განშტოებით და საბოლოოდ განმტკიცდა ჩვენი დემოკრატიული სისტემა.
ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის საბოლოოდ განწირული, იქნება ეს შიდა სუბიექტების თუ გარე სუბიექტების მიერ განხორციელებული თავდასხმები. ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ დემოკრატიას, ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ, მათ შორის ოპოზიციის მიმართაც“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე: მიმოვიხილეთ ევროკავშირთან მიმართებით საქართველოსა და თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და შემდგომი გეგმები, შევთანხმდით, რომ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ საერთო მიზნების მისაღწევად და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უღირსი, სამარცხვინო პრეზიდენტი – მისი ფსიქიკური მდგომარეობა პროგრესირებს და დიდხანს ვერ გაუძლებს საკუთარი სიბრიყვით გამოწვეულ სტრესულ სიტუაციებს