“გუშინ გაიგეთ ბათუმში რა მოხდა? ხალხი პლაკატების გამო რომ დაიჭირეს, იცით?”

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი წერს, რომ აბუ-დაბიში „ქართული ოცნების” წევრებს შეესწრო და პროტესტი გამოხატა მათ მიმართ. სოციალურ ქსელში გავრცელებულია ვიდეო, სადაც ერთმანეთის მიმართ ისმის გინება:
„გუშინ გაიგეთ ბათუმში რა მოხდა? ხალხი პლაკატების გამო რომ დაიჭირეს, იცით?
რუსთაველზე, ნოემბერში ხალხი რომ აწამეს, იცით? ხალხი ღალატს არ გაპარიებთ;
რუსეთზე გაყიდე სული [მიმართავს ზარქუას], ვინც რუსული ინტერესს და ბიძინა ივანიშვილს ემონება, იმის დ** შ**”, – ისმის ვიდეოში.
„აბუ დაბიში მწამებელი და რეპრესიული რეჟიმის შემოქმედები შემხვდნენ კონცერტზე არიან ჩამოსულები. წყნარად მივუახლოვდი რომ მეთქვა მათმა რეჟიმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცყოფა მომაყენა! არადა მინდოდა მეთქვა რომ ისინი ესე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, რომ ახალი ა ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხეებიდან, მაგრამ არ მაცალა. ესე ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას, არც საგმიროა ეს საქმე არც საამაყო, უბრალოდ მათ ხელშია სიტუაციის განმუხვტა! ციხეში ხალხი ჩემი თავისუფლების გამო ზის ✊ მათ ვერ მივატოვებ და დასაკარგიც არაფერია, რადგან აღკვეთილი მაქვს თავისუფლება. არც დაჭერიას არც რეპრესიების არ მეშინია, ჩვენ ბევრნი ვართ ! ახალი და ხალხის ციხითან გამოშვებაა მთავარი”, – წერს გაბიტაშვილი [სტილი დაცულია].
კადრებში ჩანს , ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული და კიდევ ორი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში