გუშინ აქციაზე 63 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს

გუშინ აქციაზე 63 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს
გუშინ აქციაზე 63 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს – ამის შესახებ -ში საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეეები 166-ე 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.
დარახველიძის თქმით, -ს 6-მა თანამშრომელმა მძიმე დაზიანება მიიღო. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
„გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 166-ე და 173 მუხლებით 63 პირი დააკავეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 6-მა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნა დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა – პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..