გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ , სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ , სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს
ჩემი შეხედულება ნაკლებად მნიშვნელოვანია, აქ ფაქტებზეა საუბარი: გუშინწინდელმა [ტრამპის და პუტინის] შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეხებოდა.
მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რომ ქვეყნის პაიკად გამოყენების საშუალება არავის მისცა, სწორედ ამის წინააღმდეგ იბრძოდა აგენტურული ოპოზიცია. მისივე თქმით, კულისებშიც და ღიადაც, საქართველოს ომში ჩართვა ევალებოდა, მაგრამ ქართული სახელმწიფო დავალებებს აღარ ასრულებს.
“ჩვენ რომ ამისი საშუალება არავის მივეცით, ამის წინააღმდეგ იბრძოდით თქვენ: თქვენი ტელევიზია, თქვენი პარტიები, აგენტურული ოპოზიცია საქართველოში, იბრძოდა არა მხოლოდ ხელისუფლების, მშვიდობის წინააღმდეგ. როდესაც “დიფ სტეიტზე”, “გლობალური ომის პარტიაზე” ვლაპარაკობდით, ეს ისეთ აბსურდულ მოცემულობად მოიტანეთ, დამცინავ კონტექსტში ამბობდით, “აბა ომი გინდათ?” – ეს კამპანია აქვს “ქართულ ოცნებასო”. “ქართულ ოცნებას” კი არ ჰქონდა, მოცემულობა იყო. პრაგმატული თვალსაზრისით, რატომ შეიძლებოდა, ამ ომის ინტერესის მქონე ადამიანებს თუ ჯგუფს, არ ნდომოდა საქართველოში მეორე ფრონტი, ერთ არგუმენტს ვერ მეტყვით, რატომ შეიძლება არ ნდომოდათ. რომ უნდოდათ, ეს, კულისებშიც და ღიადაც ევალებოდა საქართველოს, მაგრამ, საქართველო დავალებებს აღარ იღებს. “აღარ” შემთხვევით კი არ მითქვამს და კი არ წამომცდენია – ჩვენ გვქონდა მოცემულობები, როცა რაღაცებს ვითვალისწინებდით და ვითვალისწინებდით ჩვენი ინტერესის საზიანოდაც კი, ოღონდ, ისეთებს, რის გამოსწორებასაც შევძლებდით.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს