“გუშინდელი დღით ამაყი ვარ!” – თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს ეხმაურება

საქართველოს ყოფილი და კვიპროსის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის მატჩს, სადაც საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით. გამართულად და ხარისხიანად ვითამაშეთ, ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა და ალბათ ყველამ თავის ოჯახის წევრის, ახლობლის თუ მეგობრის წილი ხმა ჩამოიტანა გერმანიამდე.
ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ.
ჩვენი პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ და მადლობა ყველას, ვინც გუშინდელი დღე ასეთი
დასამახსოვრებელი გახდა.
წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს!”, – წერს ქეცბაია.