გუტერეში ირანის მთავრობას “გაუმართლებელი” და “შეუსაბამო” ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში “შეძრულია” ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით, ირანში დემონსტანტების წინააღმდეგ.
როგორც გაეროს ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ გუტერეშის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ირანელს უნდა შეეძლოს მშვიდობიანად და შიშის გარეშე გამოხატოს უკმაყოფილება. ის ირანის ხელისუფლებას გადაჭრით მოუწოდებს შეწყვიტოს ძალის “გაუმართლებელი” და “შეუსაბამო” გამოყენება.
გუტერეში იარანის ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს “გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციასთან წვდომას უზრუნველყოფს, მათ შორის კომუნიკაციების აღდგენას“, – ნათქვამია განცხადებაში.
უფლებადამცველი ჯგუფები და სამთავრობო მედია ირანის ათობით ქალაქიდან იუწყებიან დემონსტარნეტებუს დაპატიმრებებისა და მათზე ძალადობის შესახებ.
აქციებს ბიძგი მისცა ფასების ზრდამ, მაღალმა ინფლაციამ და ფულის ეროვნული ერთეულის ვარდნამ – დემონსტრაციები მალევე გადაიქცა ბოლო წლების ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის.
11 იანვარს ნორვეგიაში განთავსებულმა ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან დადასტურებულია სულ მცირე 192 ადამიანის სიკვდილი, რომელთაგან ცხრა პირი არასრულწლოვანი იყო.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია სულ მცირე რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილზე მიანიშნებს; ზოგიერთი წყაროს შეფასებით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა 2000-ს აჭარბებდეს.
ძალადობის პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდა მას მერე, რაც ირანის ხელისუფლებამ თავის მომხრეებს მოუწოდა 12 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღონ მონაწილეობა აქციებში, რათა დაგმონ, ხელისუფლების ტერმინოლოგიით “ტერორისტული ქმედებები -ისა და ს მხრიდან”.
ფორუმი