გუტერეში არ იმსახურებს, იყოს გაეროს ხელმძღვანელი – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამ თანამდებობაზე ყოფნას არ იმსახურებს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
“გუტერეში არ იმსახურებს, იყოს გაეროს ხელმძღვანელი”, – თქვა ელი კოენმა ჟენევის გაეროს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ის ჟენევაში, ისრაელელი მძევლების საკითხზე სასაუბროდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
“ვფიქრობ, რომ გუტერეშმა, ისევე, როგორც ყველა თავისუფალმა ხალხმა, მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა თქვას: “გათავისუფლდეს ღაზა “ჰამასისგან”. ყველამ თქვა, რომ “ჰამასი” ISIS-ზე უარესია. რატომ არ შეუძლია მას ამის თქმა?”, – აცხადებს ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა

„ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: პროდუქტების გაიაფებასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა მომწოდებლებთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე 7 მაისიდან უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ყოველკვირეულად განახლდება