გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილე და ამჟამად ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებს ამ დროისთვის აზუსტებენ. ჯერ უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, გეთიაშვილს სახლთან გაუხსნეს ცეცხლი. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.




